"კვლევის მიხედვით, ოპოზიციას აქვს უმრავლესობა და "ოცნება" უმცირესობაშია" - ხათუნა სამნიძე

03.08.21 11:08
"კვლევის მიხედვით, ოპოზიციას აქვს უმრავლესობა და "ოცნება" უმცირესობაშია" - ხათუნა სამნიძე

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე IRI-ის გუშინდელ კვლევებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მმართველ გუნდს 26%-იანი მხარდაჭერა აქვს. სამნიძის თქმით, კვლევა კიდევ ერთი დასტურია, რომ "ოცნება" უმცირესობაშია.

ეს არის სურათი, თუ რის გამო გაექცა "ოცნება" ხელშეკრულებას. კვლევებმა აჩვენა, რომ 19 აპრილის ხელმოწერა იყო მხარდაჭერილი ჩვენი საზოგადოების მიერ. მთავარი გზავნილი ამ კვლევაში არის, რომ ოპოზიციას აქვს უმრავლესობა და "ქართული ოცნება" არის უმცირესობაში", - ამბობს ხათუნა სამნიძე.