აშშ-ის საელჩო: დახმარების შეჩერებამ საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე იმოქმედა

15.08.24 15:13
აშშ-ის საელჩო: დახმარების შეჩერებამ საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე იმოქმედა

"საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა [დახმარების] შეჩერებამ საქართველოს სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე იმოქმედა" - ამის შესახებ "პირველებს" სასქართველოში აშშ-ის საელჩოში განუცხადეს. 
 
წერილობით პასუხში პირდაპირ წერია, რომ "აშშ-ის მთავრობა აგრძელებს უშუალოდ საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ეხება სტუდენტებს, ბიზნესის წამომადგენლებს, ფერმერებს, სხვადასხვა ჯგუფებსს - მათ შორის სოფლად - სამოქალაქო საზოგადოებას, მარგინალურ ჯგუფებსა და დამოუკიდებელ მედიას".

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ერთიანობის" წევრმა, გია ჯაფარიძემ რამდენიმე სააათის წინ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული აპარატია გაჩერებული, მიზეზი კი ისაა, რომ აშშ-მა საქართველოს დახმარება შეუჩერა.

მსგავსი სიახლეები