ივანიშვილების მოსკოვური ვილების სკანდალი - პრემიერის პირველი განცხადება
ივანიშვილების მოსკოვური ვილების სკანდალი - ირაკლი კობახიძემ, OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიას დეზინფორმაცია უწოდა და განაცხადა, რომ "ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ სტატია დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა ჩვენს ქვეყანაში.
„ეს არ არის პირველი ყალბი ინფორმაცია, რომელიც ასეთი ორგანიზაციები ავრცელებენ. ყველაზე საინტერესოა, რა მოტივითა და ვისი დაფინანსებით აკეთებენ ისინი ამ ყველაფერს. ასეთი დეზინფორმაციები ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გამჭვირვალე ინფორმაცია ამ ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე. რეალურად, ეს ორგანიზაციები არიან დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
- 9 აგვისტოს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოსკოვში არსებული უძრავი ქონების მინიმალურ საბაზრო ღირებულება 14.7 მილიონ დოლარს შეადგენს.
- გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვის პრესტიჟულ რაიონებში (სოკოლსა და ოდინცოვში) მდებარე 2 კერძო საცხოვრებელს ფლობს, რომლის ფართობიც 795.6 და 614.5 კვ.მ-ია.
- გაირკვა, რომ ივანიშვილს მოსკოვური ქონების ნაწილი 2013 წელს, პრემიერმინისტრის პოზიციაზე ყოფნისას, მხოლოდ ერთ დეკლარაციაში აქვს ასახული, თუმცა ქონების დიდი ნაწილის შეძენა 2021 და 2024 წელს, ეკატერინე ხვედელიძის სახელზე მოხდა.
OCCRP-ს ქართული ოცნების პრესსამსახურმა "ცრუ ინფორმაციაზე აგებული" უწოდა.
გუშინ "ოცნებას" განცხადებითვე უპასუხა OCCRP-მა. „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი" წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას, ან დაზუსტებას, თუ რომელ ინფორმაციას მიიჩნევენ მცდარად.
- OCCRP-ში ხაზგასმით ამბობენ, რომ გამოძიება ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ქონების შესახებ დოკუმენტებს და კონკრეტულად არ არის ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უძრავი ქონება თავად შეიძინა.