ჩვენ გვესმის მშვიდობის ფასი - "პატრიოტები" პუტინისადმი მიწერილ წერილზე

03.08.21 16:37
ჩვენ გვესმის მშვიდობის ფასი  - "პატრიოტები"  პუტინისადმი მიწერილ წერილზე

"პატრიოტთა ალიანსი" რუსეთის პრეზიდენტისადმი წერილის მიწერის ფაქტზე განმარტებას აკეთებს. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, ხელმომწერები რუსეთთან დიალოგის დაწყების მომხრეები არიან.

დიახ, მივმართეთ ღია წერილით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. დიახ, ჩვენ მზად ვართ, რომ იყოს დიალოგი ჩვენ დონეზე და თქვენ დააკვირდით, რომ ამ წერილს ხელს აწერს ძალიან გავლენიანი ხალხი. ყველა ხელისმომწერს გადასარევად ესმის მშვიდობის ფასი", - ამბობს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" რუსეთის პრეზიდენტს წერილით მიმართა. პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ გადამწყვეტი არჩვნების წინ ოკუპანტ რუსეთს  საქართველოს საქმეებში და ქვეყნაში მიმდინარე პროცესებში  ღიად ჩართვისკენ მოუწოდებს.