მოსალოდნელი პერსონალური სანქციები "ოცნებას" - შეხვედრები ევროკავშირის ოფისში

03.08.21 17:07
მოსალოდნელი პერსონალური სანქციები "ოცნებას" - შეხვედრები ევროკავშირის ოფისში

ევროკავშირის ოფისში ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებთან შეხვედრა დასრულებულია. შეხვედრიდან რამდენიმე წუთის წინ "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერიაც გამოვიდა. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მიშელის დოკუმენტი ძალაშია და "ოცნება" ნაკისრ ვალდებულებებს თავს ვერ აარიდებს.

შეთანხმება არის ძალაში, "ქართული ოცნების" დემარში არ ნიშნავს, რომ "ოცნება" განთავისუფლდა იმ ვალდებულებებისგან, რომელიც აღებული აქვს ამ შეთანხმებით.ჩვენ ვინც ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ვრჩებით შეთანხმების ერთგულები. "ოცნება" ვერ გამოძვრება მისი ხრიკებით ვალდებულებებისგან, რომელიც აიღო საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. თუ ესე გააგრძელებენ ქმედებებს "ოცნების" მესვეურები, მათი პერსონალური პასუხისმგებლობა გარდაუვალია", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მომხრეა, ევროკავშირმა მმართველ გუნდზე  პერსონალური  სანქციები დააწესოს. 

დასავლეთი რა თქმა უნდა, ჩვენ პოზიციას სრულად იზიარებს აქ არის საუბარი რა ქმედებები და როდის უნდა გადადგან დასავლურმა პარტნიორებმა. მე ვამბობ, რომ არ შეიძლება, დაისაჯოს ქართველი ხალხი. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ მიიღო გადაწყვეტლება ამ შეთანხმებიდან გასვლის. მომხრე ვარ სანქციების კონკრეტული ქმედებები იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც არღვევენ ევროპულ შეთანხმებას. კიდევ ერთხელ გაგვიმეორეს, რომ შეთანხმება მათთვის ძალაშია", - ამბობს გიორგი ვაშაძე.