დიდი ეჭვი მეპარება ავთენტურობაში - გახარია სუსის ჩანაწერებზე

03.08.21 17:14
დიდი ეჭვი მეპარება  ავთენტურობაში - გახარია სუსის ჩანაწერებზე

პარტია "საქართველოსთვის"  ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ "მთავარი არხის" ეთერში გავრცელებული ფარული მიყურადების დოკუმენტების ავთენტურობაში ეჭვი ეპარება. გახარიას თქმით, აუცილებელია, საქმეზე გამოძიება დროულად დაიწყოს. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ სენაკში პარტია "საქართველოსთვის" ოფისის გახსნის დროს ჟურნალისტების კიტხვის საპასუხოდ თქვა. 

არ მიყურებია, არ მომისმენია, თუმცა წავიკითხე, წარმოდგენა არ ამქვს საუბარი, დიდი ეჭვი მეპარება ამის ავთენტურობაში. პირველ რიგში რაც გასაკეთებელია და  რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა -  რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს ეს რა არის, მანამდე ნებისმიერი საუბარი არასერიოზულია", - ამბობს გახარია. 

შეგახსენებთ, რომ  "მთავარის არხის" ეთერში ის ფაილი გასაჯაროვდა, რომელიც სუსის ფარულ მოსმენებს ასახავს. მოსმენები  ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და სასულიერო პირებზე ხორციელდებოდა. საუბრის ავთენტურობა დაადასტურეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის გიორგი მშვენიერაძემ და გურამ იმნაძემ, ასევე "რადიო თავისუფლებისა" და "ფორმულას" ჟურნალისტებმა.