"ბევრად მკაცრი განცხადება უნდა ყოფილიყო" - ზურა ჯაფარიძე პრეზიდენტის განცხადებაზე
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტის განცხადება შარლ მიშელის დოკუემნტის ჩაშლასთან დაკავშირებით გაცილებით მკაცრი უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება რეალობასთან მიმართებაში ადეკვატური არ იყო.
კარგი იყო ის განცხადება რაც გააკეთა ცალსახად, თუმცა მე არ მგონია, რომ ეს რაღაც სერიოზული დაპირისპირება იყოს „ქართულ ოცნებასთან“, ან ბოლომდე ადეკვატური იყოს იმ რეალობის, რა რეალობაშიც ჩვენ ვართ. მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, ჩააგდო 19 აპრილი შეთანხმება, დრო გაწელა, გამოიყენა ეს დრო, რომ ჩაებეტონებინა იგივე კლანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და უზენაეს სასამართლოში, ამ მოცემულობაში იმის თქმა, რომ სიტყვა უნდა დაიცვა საკმარისი არ არის. მგონია, რომ ბევრად მკაცრი განცხადება უნდა ყოფილიყო, - ამბობს ჯაფარიძე.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს,თუმცა იქვე თქვა, რომ პასუხისმგებლობას ვერც აღნიშნული დოკუმენტის ცალკეული პუნქტების შესრულებაზე აიღებს.