ქართული ოცნება“ ახლა ჩამწკრივდება და დაიწყებს შეტევას პრეზიდენტზე - ხათუნა სამნიძე
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმდჯომარე ხათუნა სამნიძე დარწმუნებულია, რომ განსხვავბეული პოზიციის გამო „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს დაუპირისპირდება.
ეს იყო ძალიან სწორი გზავნილები და მე იმედი მაქვს, რომ ის, როგორც ერთ-ერთი მონაწილე ამ მოლაპარაკებების დასასრულ ფაზაში, როპდესაც უკვე ხელი მოეწერა უფრო გააგრძელებს იყოს კრიტიკული. „ქართული ოცნება“ ახლა ჩამწკრივდება და დაიწყენს შეტევას პრეზიდენტზე, იმიტომ, რომ მათთის წარმოუდგენელია ვინმეს ჰქონდეს განსხვავაბეული, ან საღი აზრი, - ამბობს სამნიძე.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს,თუმცა იქვე თქვა, რომ პასუხისმგებლობას ვერც აღნიშნული დოკუმენტის ცალკეული პუნქტების შესრულებაზე აიღებს.