ანჩისხატის გადაცემა - შეთანხმება საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სავარაუდოდ უკვე შედგა
ანჩისხატის მუზეუმიდან ეკლესიაში გადატანის შესახებ შეთანხმება ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის სავარაუდოდ უკვე მიღწეულია. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ანჩისხატის ტაძარში სპეციალური კიოტი, რომელშიც ხატი უნდა ჩასვან უკვე მზადაა. ზაზა ნანუაშვილის თქმით, ის მზადაა ხატი დღესვე გადააბრძანონ.
ეს ხატი რაღაცნაირად ტაძარს დაუბრუნონ, 2 წელი გერმანია სწავლობდა პირობებს და ყველაზე დიდ პლიუსად ჩაითვალა, რომ ყველა მუზეუმი არის ბანზე მიბმული და ვიბრაცია ანადგურებს ყველანაირი სიწმინდის მდგომარეობას. ტაძარში შეისწვალეს ყევლაფერი და ჩათვალეს, რომ ეს ხატი ტაძარში უსაფრთხოდ იქნება", - ამბობს ზაზა ნანუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემის თხოვნით პატრიარქმა ილია მეორემ ხელისუფლებას 3 აგვისტოს მიმართა.