ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება კონსენსუსით იქნება მიღებული - იუსტიციის მინისტრი
ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება დარწმუნებული ვარ, რომ სრული კონსენსუსით იქნება მიღებული, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული იქნება, როგორც სასულიერო პირების, ასევე ხელისუფლების ინტერესები.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა და ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემა მოითხოვა.