შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული - კობახიძე

17.03.21 16:29
შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული - კობახიძე

თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, შეხვედრამდე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. კობახიძემ დაადასტურა, რომ დღევანდელ მედიაციაზე კონკრეტული პუნქტები განიხილება. 

დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით, დღეს სავარაუდოდ, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული, ველოდებით რა თქმა უნდა შეხვედრას, - ირაკლი კობახიძე.  

 "ქართულ ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის, მედიაციით იმართება.

მოლაპარაკებაში "ოცნებიდან" ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე მონაწილეობენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რეალურად ამ შეხვედრით იწყება მოლაპარაკების პროცესი და ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა.

მსგავსი სიახლეები