მდორე, უშინაარსო და ტყუილებზე აგებული - ბესელია ივანიშვილის გამოსვლაზე
"მდორე, უშინაარსო და ტყუილებზე აგებული" - ასე აფასებს ეკა ბესელია მცხეთაში, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძნა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას.
ეკა ბესელია მმართველი პარტიის წევრებს მედროვეობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყველა ის პირი, რომელიც გუშინ სცენაზე იდგა და "ოცნებას" წარმოადგენს, "ნაციონალური მოძრაობის" დროს წინა ხელისუფლებაში იყო.
მდორე, უშინაარსო და ტყუილებზე აგებული იყო ეს გამოსვლა. სხვათა შორის, სცენაზე არ იდგა არცერთი ადამიანი, რომელიც ღიად ებრძოდა მიხეილ სააკაშვილს. ვინც დარჩათ ამომრჩეველი, ეს არის მათთვის განკუთვნილი ყალბი მესიჯები. თავს იტყუებენ, რომ თითქოს, იმიტომ უჭერენ "ოცნებას" მხარს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ეშინიათ. ამ დროს სცენას შეხედონ, "ქართულ ოცნებას" შეხედონ, რეგიონებში წარმომადგენლობას შეხედონ, ყველა არის წინა ხელისუფლებიდან გადმოსული. მეორე კითხვა დასვან, რას აკეთებდნენ 12 წელი", - ამბობს ბესელია.
პოლიტიკური რეპრესიები, მუქარა ოპოზიციას და გაცვეთილი დაპირებები - ეს არის 12-წლიანი მმართველობის ბოლოს მთავარი, რასაც ივანიშვილის გუნდი საკუთარ ამომრჩეველს პირდება. ირკვევა, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იმისთვის უნდა, რომ ოპოზიციაზე შური იძიოს.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
"შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია"