გუშინ ვიხილეთ გაკოტრებული პოლიტიკური ძალა - სამადაშვილი "ოცნების" ყრილობაზე

22.08.24 11:44
გუშინ ვიხილეთ გაკოტრებული პოლიტიკური ძალა - სამადაშვილი "ოცნების" ყრილობაზე

"გუშინ ვიხილეთ გაკოტრებული პოლიტიკური ძალა" - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მცხეთაში, "ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობას. 

სამადაშვილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილის გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში წაგების შიშით არის შეპყრობილი, რის გამოც საკუთარი მოქალაქეებისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი რეპრესიების დაანონსების გარდა, სათქმელი არაფერი აქვს.

ჩვენ გუშინ ვიხილეთ სრულიად გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც 12 წლის მმართველობის თავზე არაფერი არ ჰქონდა ქართველი ხალხისთვის სათქმელი, არც პენსიების გაზრდაზე, არც ხელფასების გაზრდაზე და ერთადერთი დაპირება, რასაც გასცემს, ეს არის ოპოზიციის განადგურება და იმ პარტიის დამარცხება, რომელიც დაამარცხეს 12 წლის წინ", - ამბობს სამადაშვილი. 

პოლიტიკური რეპრესიები, მუქარა ოპოზიციას და გაცვეთილი დაპირებები - ეს  არის 12-წლიანი მმართველობის ბოლოს მთავარი, რასაც ივანიშვილის გუნდი საკუთარ ამომრჩეველს პირდება. ირკვევა, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იმისთვის უნდა, რომ ოპოზიციაზე შური იძიოს

მსგავსი სიახლეები