რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი? ნახეთ, ტრამპს პირდაპირ კლავდნენ - კალაძე ივანიშვილის "ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" განმარტოებაზე
რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი? ნახეთ, ტრამპს პირდაპირ კლავდნენ... - ასე პასუხობს კალაძე ივანიშვილის "ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" განმარტოებაზე დასმულ კითხვას.
კალაძე ამბობს, რომ "სიფრთხილეს თავი არ სტკივა" და უსაფრთხოების ზომების გაზრდა ამიტომ გახდა საჭირო.
კითხვაზე, ეშინია თუ არა ბიძინა ივანიშვილს თავდასხმის, კალაძემ უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა.
ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ფიგურა. ძალიან დიდი როლი აქვს ამ ადამიანს იმაში, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე, „ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს და ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს. ამიტომ, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია. ნახეთ ტრამპის საჯარო გამოსვლა. რა თქმა უნდა, ყველა იცავს უსაფრთხოებას და ჩვენც შესაბამისად ვიქცევით.
ბატონი ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად დაამთავრა ბოროტება, რომელიც წარმოდგენილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და გვიმტკიცებდნენ, თითქოს ეს იყო „დემოკრატის შუქურა“. წარმოგიდგენიათ? იმ ბოროტებზე გვეუბნებოდნენ, რომ „დემოკრატიის შუქურა“ იყო. როგორ აუბედურებდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ. დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ზუსტად ბიძინა ივანიშვილი ყო, რომელმაც ყველაფერი გადადო თავისი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად და 2012 წელს ბოროტება დაამარცხა. ეს ძალა არსად წასულა, ისევ აქ არის. აქ მარტო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარი არ არის. რადიკალური დაჯგუფება, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ დავარქვათ, რომელიც იმართება გარედან და რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან. შესაბამისად, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი? ნახეთ ტრამპს პირდაპირ კლავდნენ, ადამიანი გამოდიოდა სიტყვით, ესროლეს და სიკვდილისთვის განწირული იყო. უბრალოდ, არ ვიცი როგორ გადარჩა“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა.
"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების მუქარა, არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმის ტოლფასი გამოწვევა - ეს იყო მცხეთაში "ოცნების" ყრილობაზე "ოცნების" დამფუძნებლის მთავარი სათქმელი.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია