უსამართლოდ გამდიდრებულები შუშის ბარიერიდან ელაპარაკებიან მოსახლეობას - გვარამია
უსამართლოდ გამდიდრებულები შუშის ბარიერიდან ელაპარაკებიან მოსახლეობას - ასე ეხმაურება "ოცნების" გუშინდელ მცხეთაში გამართულ ღონისძიებას და ბიძინა ივანიშვილის მიმართვას "შუშის აკვარიუმიდან" კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია.
გვარამიას თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა "ქართული ოცნების" საქართველო".
ეს არის ზუსტად "ქართული ოცნების" საქართველო, როცა ოლიგარქია და უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამდიდრებულები შუშის ბარიერიდან ელაპარაკებიან მოსახლეობას და მთელ დანარჩენ სამყაროს. ჩვენ, კოალიცია "ცვლილებებისთის" ვაპირებთ საუბარს არა იმაზე, "ოცნება" როგორი ცუდია, იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, რომ "ოცნება" იმაზე ცუდია, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ჩენ ვაპირებთ ვისაუბროთ, რას გავაკეთებთ ჩვენ, როგორ შევცვლით "ქართულ ოცნებას", როგორ დავიცავთ ხმებს.და მერე როგორ წავიყვანთ წინ საქართველოს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა.
"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების მუქარა, არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმის ტოლფასი გამოწვევა - ეს იყო მცხეთაში "ოცნების" ყრილობაზე "ოცნების" დამფუძნებლის მთავარი სათქმელი.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია