შემზარავი სანახაობა იყო, ასეთი შეშინებული კაცი არ მინახავს - ელისაშვილი ივანიშვილზე

22.08.24 13:45
შემზარავი სანახაობა იყო, ასეთი შეშინებული კაცი არ მინახავს - ელისაშვილი ივანიშვილზე

"შემზარავი სანახაობა იყო, ასეთი შეშინებული კაცი არ მინახავს" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მცხეთაში, "ოცნების" ყრილობაზე, ივანიშვილის "ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" სიტყვით გამოსვლის საპასუხოდ აცხადებს.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ სწორედ კოალიცია "ძლიერი საქართველოა" ის ალტერნატივა, რომელსაც ხალხის კეთილდღეობასა და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე ზრუნვა შეუძლია. 

შემზარავი სანახაობა იყო გუშინ. ასეთი შეშინებული კაცი არ მინახავს. თავის თანაგუნდელებსაც კი ვერ ჩამოართვა ხელი, რომ იმ კაფსულის მიღმა არ გასულიყო და თავის მხარდამჭერებსაც კი ემალება ამ ჯავშნის ფილებით და შუშებით. ყველა ნორმალური ადამიანი მიხვდებოდა, რომ ამ ხალხის ხელისუფლებაში დარჩენა აღარ შეიძლება, აუცილებელი ცვლილება. "ძლიერი საქართველო" არის ალტერნატივა ხელისუფლების ცვლილებისთვის", - ამბობს ელისაშვილი.

ცნობისთვის, ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების მუქარა, არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმის ტოლფასი გამოწვევა - ეს იყო მცხეთაში "ოცნების" ყრილობაზე "ოცნების" დამფუძნებლის მთავარი სათქმელი.

მსგავსი სიახლეები