გუშინ ვნახეთ ჯავშან-აკვარიუმში მჯდომი რუსი ოლიგარქი, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება - გეგელია

22.08.24 13:52
გუშინ ვნახეთ ჯავშან-აკვარიუმში მჯდომი რუსი ოლიგარქი, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება - გეგელია

"გუშინ ვნახეთ ჯავშან-აკვარიუმში მჯდომი რუსი ოლიგარქი, რომელიც კრემლის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება" - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია მცხეთაში, "ქართული ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის "ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" სიტყვით გამოსვლას.

გეგელიას თქმით, 2024 წლის არჩევნები არის გამოსავალი, რათა ხელისუფლებიდან "უბედურება" ჩამოიშორონ და შექმნან ძლიერი სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანი ღირსეულად იცხოვრებს. 

გუშინ ვნახეთ ჯავშან-აკვარიუმში მჯდომი რუსი ოლიგარქი, რომელიც არ ემსახურება საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს. არამედ ემსახურება კრემლის გეოპოლიტიკურ ინტერესებს. ჩვენი პასუხი იმ უბედურებაზე, რასაც წარმოადგენს "ოცნება", არის ძლიერი სახელმწიფო, სადაც თითოეული მოქალაქე ღირსეული პირობებით იცხოვრებს", - ამბობს გეგელია. 

ცნობისთვის, ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების მუქარა, არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმის ტოლფასი გამოწვევა - ეს იყო მცხეთაში "ოცნების" ყრილობაზე "ოცნების" დამფუძნებლის მთავარი სათქმელი.