მთავარია ივანიშვილი იყოს უსაფრთხოდ და კობახიძის და მდინარაძის მსგავსს ასს იშოვის - ყურუა

22.08.24 13:42
მთავარია ივანიშვილი იყოს უსაფრთხოდ და კობახიძის და მდინარაძის მსგავსს ასს იშოვის - ყურუა

ან ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან მშიშარა ან "ოცნების" სხვა წევრები არიან ძალიან უშიშრები - ასე ეხმაურება "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ბორის ჩელე ყურუა ივანიშვილის მიმართვას "შუშის აკვარიუმიდან".

ყურუა ამბობს, რომ "წინასაარჩევნოდ ბიძინა ძალიან წინდახედული ადამიანია და პატარა დახურულ სივრცეებსაც ეჩვევა".

ან ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან მშიშარა ან "ოცნების" სხვა წევრები არიან ძალიან უშიშრები. ფაქტია არის ის, პრიორიტეტები როგორ აქვთ განაწილებული. მთავარია ივანიშვილი გადარჩეს და ივანიშვილი იყოს უსაფრთხოდ და კობახიძეზე და მდინარაძეზე არავინ ფიქრობს. ეს რა თქმა უნდა არის სწორი, რადგან თუ ბიძინა გადარჩება, კობახიძის და მდინარაძის მსგავსს იშოვის ასს. წინასაარჩევნოდ ბიძინა ძალიან წინდახედული ადამიანია და პატარა დახურულ სივრცეებსაც ეჩვევა", - განაცხადა ყურუამ. 

ცნობისთვის, ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების მუქარა, არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმის ტოლფასი გამოწვევა - ეს იყო მცხეთაში "ოცნების" ყრილობაზე "ოცნების" დამფუძნებლის მთავარი სათქმელი.

მსგავსი სიახლეები