სარკოფაგში გამომწყვდეული ბიძინა ივანიშვილი - მანჯგალაძე
სარკოფაგში გამომწყვდეული ბიძინა ივანიშვილი - ასე შეაფასა "ერთიანობის" ლიდერმა პაატა მანჯგალაძე "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის გამოსვლა გუშნდელ ღონისძეიბაზე.
მანჯგალაძეს აინტერესებს, რომდესაც კონსტიტუციის მიხედვით "ოცნების" მთავარი პირი ირაკლი კობახიძეა, რატომ არ იყო მის მიმართ ასეთი გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები და რატომ იყო მხოლოდ ივანიშვილის მიმართ.
“გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”არაფრის შეთავაზება არ შეუძლია საქართველოსთვის.
ჩვენ ვნახეთ გუშინ შუშის სარკოფაგში ჩასმული შეშინებული კერპის გამოსვლა, რომელსაც არ გახსენებია 1მლნ-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი, რომელიც ელოდება საქართველოში დაბრუნებას.
ყოველი მესამე ბავშვი,რომელიც შიმშილობს.
400000 პენსიონერი, რომელსაც მაღალპროცენტიანი სესხი აქვს და ათასობით, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე უმუშევრობის გამო ტოვებს საქართველოს.
“ ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილმა გუშინ ისაუბრეს
შეშინებულმა კერპმა “ ქართული ოცნების”.
ისაუბრა სიძულვილის ენით და ცდილობდა დაეგეშა საქქართველოს მოქალაქეები ერთამანეთზე.
ნუ გეშინიათ, ვეუბნები “ ქართულ ოცნებას”.
ქართველმა ხალხმა განაჩემი უკვე გამოგიტანათ და თქვენ მოგიწევთ პოლიტიკურ ოპოზიაში წასვლა.
არავინ არ აპირებს არც თქვენს დევნას, არც რამე შურისძიებას რაზეც თქვენ საუბრობთ. ზუსტად ისე მოგექცევით როგორც იმსახურებს ამას საქართველო და ქართველი ხალხი.
კერპები საქართველომ
დაამსხვრია მეოთხე საუკენეში, იცით ალბათ.
სხვა კერპი საქართველოში ვერასდროს ვერ იქნება და კიდევ ერთხელ ვამბობ
შუშის სარკოფაგში გამომწყვდეული, შეშინებული “ ქართული ოცნების”
კერპი ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანს საქართველოს. ოღონდ მთავარი არის ერთიანობა.
ის იზოლაცია, ის სიღარიბე, ის უმუშევრობა რასაც “ ქართული ოცნება” უქადის საქართველოს ამის საუკეთესო გასაღები არის ერთიანობა.”- ამბობს პაატა მანჯგალაძე.
ცნობისთვის, ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა.
"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების მუქარა, არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმის ტოლფასი გამოწვევა - ეს იყო მცხეთაში "ოცნების" ყრილობაზე "ოცნების" დამფუძნებლის მთავარი სათქმელი.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია