რის წაშლასაც თქვენ ცდილობდით, ამ ყველაფრისთვის ხელახალი სიცოცხლის შესხმა იქნა გუშინ გაჟღერებული - ოდიშარია

22.08.24 15:25
რის წაშლასაც თქვენ ცდილობდით, ამ ყველაფრისთვის ხელახალი სიცოცხლის შესხმა იქნა გუშინ გაჟღერებული - ოდიშარია

რატომ აღარ აქვს "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლისთვის ახალი დაპირებები? - ივანიშვილის გუნდი თავის მართლების რეჟიმშია. ოპოზიციაზე დაანონსებული შურისძიების შემდეგ, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ "ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია".

ამასთან, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ბექა ოდიშარია ოპოზიციასა და "გარე ძალებს" ქართველი ხალხისთვის იდენტობის გაქრობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მმართველი პარტია ის ერთადერთი ძალაა, რომელიც ფუნდამენტურ ღირებულებებს "სიცოცხლეს შესძენს".

ვინც არის განწირული წაგებისთვის, ის სწორედ ნიჰილისტურად უნდ აიყოს განწყობილი, რადგან "ოცნება" დიახ, დიახ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ის, რის წაშლასაც ქართველი კაცის მეხსიერებაში თქვენ ცდილობდით, ტრადიციების, ქრისტიანობის, ოჯახური ღირებულებების, თქვენი დამფინანსებლები, სხვა ოპოზიციური პარტიების უკან მდგომი ადამიანები ამ ყველაფრისთვის ხელახალი სიცოცხლის შესხმა იქნა გაჟღერებული და დეკლარირებული გუშინ", - ამბობს ოდიშარია. 

პოლიტიკური რეპრესიები, მუქარა ოპოზიციას და გაცვეთილი დაპირებები - ეს  არის 12-წლიანი მმართველობის ბოლოს მთავარი, რასაც ივანიშვილის გუნდი საკუთარ ამომრჩეველს პირდება. ირკვევა, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იმისთვის უნდა, რომ ოპოზიციაზე შური იძიოს

მსგავსი სიახლეები