გარედან მართული პოლიტიკის გატარების დასრულებას ალტერნატივა არ გააჩნია - ქადაგიშვილი
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი "ქართული ოცნების" რიტორიკას აგრძელებს - ივანიშვილის გუნდის წევრი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური ველის წინააღმდეგ სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს.
ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ "გარედან მართული, ანტიქართული ინტერესების მატარებელი პოლიტიკის გატარების დასრულებას ალტერნატივა არ გააჩნია".
სიახლეები ბევრია, უამრავია, მაგრამ ეს პოლიტიკური გზავნილი, რომელიც გულისხმობს სწორედ იმას, რომ საქართველოში უნდა დასრულდეს გარედან მართული, ანტიქართული ინტერესების მატარებელი პოლიტიკის გატარება, ამას ალტერნატივა არ გააჩნია", - ამბობს ქადაგიშვილი.
პოლიტიკური რეპრესიები, მუქარა ოპოზიციას და გაცვეთილი დაპირებები - ეს არის 12-წლიანი მმართველობის ბოლოს მთავარი, რასაც ივანიშვილის გუნდი საკუთარ ამომრჩეველს პირდება. ირკვევა, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იმისთვის უნდა, რომ ოპოზიციაზე შური იძიოს.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია