გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს

05.08.21 10:46
გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს

ნიუ-იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე იმსჯელეს.აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიროსლავ იენჩამ.

სხდომის დასრულების შემდგომ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს. გაეროს უშიშროების საბჭოს  წევრების ერთობლივ განცხადებაში დაგმობილია რუსეთის პროვოკაციები და დადასტურებულია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. 

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და კონტროლის განხორციელებას საქართველოს განუყოფელ ნაწილებზე, ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, ბორდერიზაციის პროცესის ინტესიფიკაციას, თვითნებურ დაკავებებს, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებებს", - თქვა ანდრე ლიპანდიმ.