წილოსანი: "ნაციონალური მოძრაობა" ნიურნბერგის პროცესივით უნდა გასამართლდეს
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი ოპოზიციურ ველს პოლიტიკური დასასრულით ემუქრება - რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი "ნაციონალურ მოძრაობას" ნიურნბერგის პროცესით გასამართლებას უანონსებს.
ივანიშვილის გუნდის წევრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გისოსებს მიღმა ყოფნა მმართველი პარტიის ერთ-ერთი დაპირების შესრულება და სამართლიანობის აღდგენაა.
ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა იხდის სასჯელს, ეს ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის და სამართლის აღსრულების დაპირების შესრულება არის, მაგრამ რასაც ახალ ჩვენ ვპირდებით ამომრჩეველს, ეს არის მათი პოლიტიკური დასასრული. "ნაციონალური მოძრაობა" როგორც იდეა და ის მავნებლური იდეა, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია ატარებს, სამუდამოდ უნდა დასრულდეს და გასამართლდეს ნიურნბერგის პროცესივით. ეს იყოს საჯარო, სახალხო", - ამბობს წილოსანი.
პოლიტიკური რეპრესიები, მუქარა ოპოზიციას და გაცვეთილი დაპირებები - ეს არის 12-წლიანი მმართველობის ბოლოს მთავარი, რასაც ივანიშვილის გუნდი საკუთარ ამომრჩეველს პირდება. ირკვევა, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იმისთვის უნდა, რომ ოპოზიციაზე შური იძიოს.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია