გუშინდელი მიმართვის დიდი ნაწილი იყო რუსეთის გასაგონად, რომ თქვენიანი ვარ და ახლა არჩევნებში დამეხმარეთ - გოცირიძე
"გუშინდელი მიმართვის დიდი ნაწილი იყო რუსეთის და პუტინის გასაგონად, რომ თქვენიანი ვარ და ახლა არჩევნებში დამეხმარეთ" - ასე აფასებს "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მცხეთაში, "ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებას.
რომან გოცირიძე "პირველებთან" ამბობს, რომ ოპოზიციური ველის პოლიტიკიდან გაქრობა არა ქართველი ხალხის, არამედ რუსეთის ინტერესში შედის.
რომ შევაჯამოთ, ეს არის დანაშაულებრივი, ქვეყნის ღალატის, რუსეთში დაბრუნების პროგრამა, რასაც ჩვენ ახლა ვისმენთ. ქართველი ხალხი კარგად ხედავს, ქართველი ხალხის შეკვეთა არ არის მთელი ოპოზიციის განადაგურება. წინათ თუ ასი ქარხნის მშენებლობის ლოზუნგით მოდიოდნენ, დღეს მთელი ოპოზიციის განადგურების ლოზუნგს სთავაზობენ წინასაარჩევნოდ. არც სიკეთეს, არც ეკონომიკის გაძლიერებას, სთავაზობენ ოპოზიციის განადგურებას და ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს უნდა ხალხს. ძალიან კარგად იცის მათი კვლევებითაც, რომ ეს არ უნდა ხალხს, რომ ეს უნდა რუსეთს. მიმართვის უდიდესი ნაწილი იყო რუსეთისა და პუტინის გასაგონად, რომ აი თქვენიანი ვარ და ახლა არჩევნებში დამეხმარეთ", - ამბობს რომან გოცირიძე.
პოლიტიკური რეპრესიები, მუქარა ოპოზიციას და გაცვეთილი დაპირებები - ეს არის 12-წლიანი მმართველობის ბოლოს მთავარი, რასაც ივანიშვილის გუნდი საკუთარ ამომრჩეველს პირდება. ირკვევა, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იმისთვის უნდა, რომ ოპოზიციაზე შური იძიოს.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია