რამ შეაშფოთა ოპოზიცია ასე, რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ? - წილოსანი ივანიშვილის "შუშის აკვარიუმში" იზოლირებაზე

22.08.24 15:40
რამ შეაშფოთა ოპოზიცია ასე, რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ? - წილოსანი ივანიშვილის "შუშის აკვარიუმში" იზოლირებაზე

რამ შეაშფოთა ოპოზიცია ასე, რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ? - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი მათ, ვისაც ბიძინა ივანიშვილის "შუშის აკვარიუმში" იზოლირება გაუკვირდათ.

წილოსანი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი გლობალური ომის პარტიის მხარდამჭერების ნომერ პირველი სამიზნეა და იმასაც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ნომერ პირველი ადამიანი, ვისი დაცვაც და უსაფრთხოებაც აუცილებლად უნდა იყოს გარანტირებული, სწორედ ქართველი ოლიგარქია. 

ძალიან დიდი რისკი არსებობს მასზე ფიზიკური თავდასხმის და სხვადასხვა საშისროებების მიმართულებით. ეს კარგად დაგვანახა, მათ შორის საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებმა და იმ პოლიტიკოსებზე თავდასხმებმა, რომელიც დიდი შესაძლებლობა არსებობს, რომ საქართევლოშიც განმეორდეს, სწორედაც რომ გლობალური ომის პარტიის მხარდამჭერების მხრიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის მათი ნომერ პირველი სამიზნე და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ის არის ნომერ პირველი ადამიანი, ვისი დაცვაც და უსაფრთხოებაც აუცილებლად უნდა იყოს გარანტირებული. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ამ ზომებზე, რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ, ან რაზე დაწყდათ გული? აქ ეს კითხვა ისმი. ბიძინა ივანიშვილი არ არის მოწყვლადი მათთვის და რა თქმა უნდა, ასე დარჩება ბოლომდე", - ამბობს ნინო წილოსანი. 

ცნობისთვის, ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების მუქარა, არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმის ტოლფასი გამოწვევა - ეს იყო მცხეთაში "ოცნების" ყრილობაზე "ოცნების" დამფუძნებლის მთავარი სათქმელი.

მსგავსი სიახლეები