ჩემი ტყვიაგაუმტარი შუშის იქით ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს, მე არავინ მერჩის - ოდიშარია
"ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ მისი ტყვიაგაუმტარი შუშის იქით ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან მისი ყოფნა-არყოფნით პოლიტიკურ ლანდშაფტზე არაფერი არ შეიცვლება, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მნიშვნელობა გაცილებით დიდია.
ოდიშარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ნომერ პირველი სამიზნე და სწორედ ამიტომ მოხდა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებაც.
იკვეთება ძალიან ბევრი, "ნაცმოძრაობასთან" აფილირებული ადამიანების შესაძლო დანაშაული იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი განიზრახავდნენ და გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმას. და რა არის აქ გასაკვირი? თუ პრემიერ ფიცოზე მოხდა თავდასხმა და ის პრაქტიკულად გაიმეტეს სასიკვდილოდ, უბრალოდ ღმერთმა გადაარჩინა, ისევე როგორც პრეზიდენტი ტრამპი. ჩემი ტყვიაგაუმტარი შუშის იქით ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ მე არავინ არ მერჩის, იმიტომ, რომ ჩემი ყოფნა-არყოფნით პოლიტიკურ ლანდშაფტზე არაფერი არ შეიცვლება სავარაუდოდ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არის მათი ნომერ პირველი სამიზნე და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებიც მიღებულია", - აცხადებს ბექა ოდიშარია.
ცნობისთვის, ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა.
"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების მუქარა, არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმის ტოლფასი გამოწვევა - ეს იყო მცხეთაში "ოცნების" ყრილობაზე "ოცნების" დამფუძნებლის მთავარი სათქმელი.
- ტყვიაგაუმტარი მინის კედლების გარდა, ივანიშვილის ტრიბუნის თავზე უჟანგავი მეტალის ბადიც იყო დამონტაჟებული.
- ივანიშვილის გზავნილები მცხეთაში, "ოცნების" ღონისძიებიდან (სრულად)
- ივანიშვილი ოპოზიციას გასამართლება დაუანონსა.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია