ივანიშვილიც ისეთივე პატიმარია როგორიც მიშა, ოღონდ ბიძინას პატიმრობა ბევრად უფრო მძიმეა - ხუხაშვილი
ოლიგარქის პირადი ტრაგედია - ასე ახასიათებს ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში განმარტოებულ ბიძინა ივანიშვუილს ერთ დროს მისი ნდობით აღჭურვილი კაცი. ის, ვინც ოლიგარქის გუნდში წლები გაატარა და მისი მარჯვენა ხელი იყო, დღეს ამბობს, რომ ივანიშვილი შეშინებულია.
გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილიც ისეთივე პატიმარია, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ბევრად უფრო მძიმე.
მეტიც, ხუხაშვილს თუ დავუჯერებთ, ქართველ ოლიგარქს ღამით შფოთვები და კოშმარები აწუხებს და მხოლოდ ამით შემოიფარგლება მისი ცხოვრება.
ეს იყო ბიძინას პირადი ტრაგედია. მისი პარანოია ძალიან ღრმად არის როგორც ჩანს წასული. მისი ცხოვრება ახლა ყოვლისმომცველი შიშებით არის აღსავსე. მას ეშინია დასავლეთის, მას ეშინია პუტინის, რომ რამე არ შეეშალოს და არ გააღიზიანოს. ეშინია ოპოზიციის, ეშინია საზოგადოების, მედიის, ყველას და ყველაფრის. რაც მთავარია, რაც დავინახეთ ჩვენ გუშინ, ეშინია საკუთარი გუნდისიც. მან გამოზარდა ერთგვარი ურჩხული და ეშინია, რომ ამ ურჩხულმა შეიძლება ახლა თავად შეჭამოს. ის გუშინ აბსოლუტურად გაემიჯნა საკუთარ გუნდს. ანუ, ის თავს იცავს არა მარტო ჩვენგან, არამედ საკუთარი გუნდისგანაც. არ ენდობა საკუთარ გუნდს. ჩვენ კი ხშირად ვსაუბრობთ, რომ მიშაა პატიმარი, მაგრამ ბიძინა პატიმარი არ არის? დღეს ქვეყნის ორი პატიმარი ცდილობს, რომ ქვეყნის პოლიტიკური პროცესი წაიყვანონ. მიშა კი ბატონო, შეიძლება პალატაშია ციხის ნაცვლად, მაგრამ ეს ციხის ნაცვლად ოქროს გალიაშია შეიძლება, ოქროს გალიაც გალიაა, რა განსხვავებაა. ბიძინაც პატიმარია, ისეთივე როგორიც მიშა. მეტსაც გეტყვით, მისი პატიმრობა ბევრად უფრო მძიმეა. იმიტომ, რომ დღე არის შფოთვები და შიშები და ღამე არის კოშმარები. ეს არის მისი ცხოვრება, მეტი არაფერი. მიუხედავად მისი დანაშაულებისა, ჩვენ უნდა შევიცოდოთ, მოვეფეროთ, დავაწყნაროთ, რომ არაფერი საშინელი არ მოხდება ხელისუფლება რომ შეიცვლება, რომ მას ფიზიკურად არავინ არ ერჩის და რომ ყველაფერი იქნება კარგად. ეხლა შუშის კოლბაში იჯდება თუ სხვაგან, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა.
"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების მუქარა, არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმის ტოლფასი გამოწვევა - ეს იყო მცხეთაში "ოცნების" ყრილობაზე "ოცნების" დამფუძნებლის მთავარი სათქმელი.
- ტყვიაგაუმტარი მინის კედლების გარდა, ივანიშვილის ტრიბუნის თავზე უჟანგავი მეტალის ბადიც იყო დამონტაჟებული.
- ივანიშვილის გზავნილები მცხეთაში, "ოცნების" ღონისძიებიდან (სრულად)
- ივანიშვილი ოპოზიციას გასამართლება დაუანონსა.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.