მათ აღარ ენდობა... - ზაქარეიშვილი ფიქრობს, "ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" განმარტოებული ივანიშვილი თავს საკუთარი გუნდისგან იცავდა
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავს საკუთარი თანაგუნდელებისგან იცავდა და სწორედ ამიტომ იყო გუშინდელ შეხვედრაზე ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში გამოკეტილი.
ის არ ენდობა საკუთარ გუნდს, ამიტომაც მხოლოდ კობახიძეს ჩამოართვა ხელი - ამბობს ზაქარეიშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ეს უსაფრთოების ზომები იყო მკაფიო და გამოკვეთილი თავის ხალხის წინააღმდეგ, ვისაც წესით უნდა ენდობოდეს და აღარ ენდობა".
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნაცნობი იყო, პარტიის აქტიური აქტივისტი იყო და მილიონჯერ შემოწმებული იყო უსაფრთხოება სუს-ის მხრიდან, მიუხედავად ამისა, ივანიშვილი ამ აქტივს არ ენდობა. მეტიც, ის არ ენდობა იმ ხალხს, ვინც სცენაზე იყო, იმიტომ, რომ მარტო ერთ ადამიანს ჩამოართვა ხელი, მარტო კობახიძეს. ასე რომ შიგნით "ოცნებაში" პრობლემებია, ყველას აღარ ენდობა, ამიტომ ეს უსაფრთოების ზომები იყო მკაფიო და გამოკვეთილი თავის ხალხის წინააღმდეგ, ვისაც წესით უნდა ენდობოდეს და აღარ ენდობა. იმიტომ, რომ იქიდანაა ალბათ შესაძლებელი საფრთხე. ამიტომ გუშინდელი ეპიზოდი ძალიან შემაშფოთებელი იყო და აშკარად ჩანს, რომ შიგნით რაღაც სერიოზული პრობლემებია", - ამბობს ზაქარეიშვილი.
ცნობისთვის, ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა.
"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების მუქარა, არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმის ტოლფასი გამოწვევა - ეს იყო მცხეთაში "ოცნების" ყრილობაზე "ოცნების" დამფუძნებლის მთავარი სათქმელი.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.