პრეზიდენტის დემარში თუ მოუცლელობა - სალომე ზურაბიშვილი მოსამართლეების ფიცის დადებას არ დაესწრება

05.08.21 11:07
პრეზიდენტის  დემარში თუ მოუცლელობა - სალომე ზურაბიშვილი მოსამართლეების ფიცის დადებას არ დაესწრება

პრეზიდენტის  დემარში თუ მოუცლელობა - სალომე ზურაბიშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ფიცის დადებას არ დაესწრება. ამ გადაწყვეტილების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციას მან გუშინ ღამე აცნობა. 

პრეზიდენტი ბათუმში დღეს უნდა ჩასულიყო, თუმცა „პირველების“  ინფორმაციით, მან ცერემონიალზე დასწრება „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირების გამო აღარ ისურვა. 

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ არც პრეზიდენტის მიერ დანიშნული მოსამართლეების ნაწილს. 

კანონის მიხედვით არ წერია, რომ ეს არის სავალდებულო. პრეზიდენტი აპირებდა ჩამოსვლას. მე არ ვიცი, მიზეზი რა არის ნამდვილად ვერ გეტყვით, - ამბობს ერთ-ერთი მოსამართლე.