"საქართველო პუტინიზმის გზაზე დგას" - "ოცნების" მიერ დაანონსებულ სამართლებრივ რეპრესიებს საერთაშორისო მედია ეხმაურება

23.08.24 11:14
"საქართველო პუტინიზმის გზაზე დგას" - "ოცნების" მიერ დაანონსებულ სამართლებრივ რეპრესიებს საერთაშორისო მედია ეხმაურება

საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია - "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ სამართლებრივ რეპრესიებს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. 

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური სპექტრის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე საერთაშორისო გამოცემა "პოლიტიკო" წერს

მედია სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება პუტინის გზას ადგას, ხოლო ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ძაფზეა ჩამოკიდებული. 

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იმედები ძაფზეა ჩამოკიდებული" - განაცხადა ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს მთავრობამ პირობა დადო, რომ მისი ფრაქცია ამ წლის ბოლოს არჩევნებში გაიმარჯვებს.

პოლიტიკოსთან ინტერვიუში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მთავრობის მუქარას უწოდა „საქართველოს ბელორუსიზაციის მცდელობა“ და „საქართველოს ნამდვილი მეგობრების განდევნისა და მათით ჩანაცვლების მცდელობა“.- წერს პოლიტიკო.

პოლიტიკური რეპრესიები, მუქარა ოპოზიციას და გაცვეთილი დაპირებები - ეს არის 12-წლიანი მმართველობის ბოლოს მთავარი, რასაც ივანიშვილის გუნდი საკუთარ ამომრჩეველს პირდება. ირკვევა, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იმისთვის უნდა, რომ ოპოზიციაზე შური იძიოს.  

მსგავსი სიახლეები