"ბოროტებას სჭირდება შესაბამისი გამოძიება" - კალაძე "ოცნების" დაანონსებულ გასამართლებებზე
თბილისის მერი, კახა კალაძე "ქართული ოცნების" რიტორიკას აგრძელებს და წინა ხელისუფლების გასამართლებით იმუქრება - ივანიშვილის გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ არა ოპოზიციის აკრძალვა, არამედ "კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფების" გაუქმება დააანონსა.
თბილისის მერი ჟურნალისტებთან საუბრის დროს თავს "ნაციონალურ მოძრაობას" ესხმის და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში კვლავ ადანაშაულებს.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ომის დანაშაულების ჩადენისთვის ენმ-ის დასჯით იმუქრება - "ბოროტებას სჭირდება შესაბამისი გამოძიება, დამნაშავე უნდა დაისაჯოს".
"ოცნება" არ აპირებს პარტიების აკრძალვას, როგორც თქვენ ციტირებთ და ტყუით. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. აქ საუბარი არის იმ კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული და ვისი დაკვეთით ხდებოდა ამ ყველაფრის გაკეთაება, ცხადი უნდა გახდეს ყველასთვის. ამ უგუნური ქმედებით, რომელიც ნაკარნახევი იყო გარედან, ამ სიბრიყვით ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები. ბოროტებას სჭირდება შესაბამისი გამოძიება, სჭირდება პასუხები კონკრეტულ კითხვაზე და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი. რეზოლუციაზე აქვთ ხელი მოწერილი. ეს რეზოლუციაც არის ჩვეულებრივი ბოროტება. როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება დააბრალო და ჩაწერო რეზოლუციაში, რომ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ და ამას მოაწერო ხელი. ყველაფერს სჭირდება პასუხები და დამნაშავე უნდა დაისაჯოს", - ამბობს კალაძე.
პოლიტიკური რეპრესიები, მუქარა ოპოზიციას და გაცვეთილი დაპირებები - ეს არის 12-წლიანი მმართველობის ბოლოს მთავარი, რასაც ივანიშვილის გუნდი საკუთარ ამომრჩეველს პირდება. ირკვევა, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იმისთვის უნდა, რომ ოპოზიციაზე შური იძიოს.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.