ქუდზე კაცის გამოხმობა იმ კრიზისის აღიარებაა, რაც "ოცნებას" საკუთარ დღის წესრიგში უდგას - გეგელია

23.08.24 11:40
ქუდზე კაცის გამოხმობა იმ კრიზისის აღიარებაა, რაც "ოცნებას" საკუთარ დღის წესრიგში უდგას - გეგელია

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ სამართლებრივი რეპრესიები და ოპოზიციის გაუქმების მუქარა მმართველ პარტიაში არსებული კრიზისის დადასტურებაა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რუსული კანონის მიმღებ ხელისუფლებას არჩევნების მოგების რესურსები ამოეწურა, რის გამოც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას გააქტიურებისკენ მოუწოდებს. 

ქუდზე კაცის გამოხმობა გულისხმობს იმ კრიზის და იმ კრიზისის აღიარებას, რაც "ქართულ ოცნებას" მართლაც უდგას საკუთარ დღის წესრიგში, რადგან ისინი არიან დამარცხებული. ყველა დღე, რომელსაც ამ ხელისუფლებას ვინარჩუნებთ ძალაუფლებაში, არის ანტიქართული დღეს. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯების დღე. ამ ხელისუფლებამ მიაყენა უფრო მეტი ზარალი საქართველოს ეროვნულ თვითმყოფადობას, იმიჯის, პრესტიჟს და რეპუტაციას, ვიდრე ყველა სხვა წინა ხელისუფლებამ ერთად", - ამბობს გეგელია. 

პოლიტიკური რეპრესიები, მუქარა ოპოზიციას და გაცვეთილი დაპირებები - ეს არის 12-წლიანი მმართველობის ბოლოს მთავარი, რასაც ივანიშვილის გუნდი საკუთარ ამომრჩეველს პირდება. ირკვევა, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იმისთვის უნდა, რომ ოპოზიციაზე შური იძიოს.    

მსგავსი სიახლეები