მოსამართლეთა შერჩევა ევროპული სტანდარტებით - ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

05.08.21 11:49
მოსამართლეთა შერჩევა ევროპული სტანდარტებით - ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ ევროკომისია ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარი საქართველოზეც არის. ანგარიშში კომისია საქართველოს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს.

კომისია საქართველოს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს:

გაზარდეთ ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობის მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების უკეთ მოგვარების მიზნით; უზრუნველყავით ყველა ასეთი შემთხვევის გამოძიება;

დაასრულეთ უზენაესი სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის იმ პროცედურის შემოღებით, რომელიც სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს; დაასრულეთ პროკურატურის რეფორმა, მათ შორის, გამომძიებლებისა და პროკურორების ფუნქციების გამიჯვნით; დაასრულეთ ფინანსური დაზვერვის სამსახურის ოპერატიული განვითარება იმის უზრუნველყოფით, რომ (ა) მას შეეძლება მიიღოს საჭირო ინფორმაცია მომხსენებელი უწყებისგან და (ბ) ჰქონდეს სრული, დროული წვდომა საჭირო ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციაზე მისი ფუნქციების სათანადოდ შესასრულებლად; გააგრძელეთ ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლა. კერძოდ, უკანონო საქმიანობიდან შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ; გააგრძელეთ ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში მოყვანა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

უზრუნველყავით საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობა ვიზით მოსარგებლე მესამე ქვეყნების ევროკავშირის სიებთან. კერძოდ, იმ მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებშიც არალეგალური მიგრაციაა ან წარმოადგენენ რისკს ევროკავშირისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.