ივანიშვილს მსგავსი ანგარიშები არ აინტერესებს, ის თავისას მიერეკება - გიორგი გუგავა

05.08.21 13:05
ივანიშვილს მსგავსი ანგარიშები არ აინტერესებს, ის თავისას მიერეკება - გიორგი გუგავა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის გიორგი გუგავას შეფასებით ბიძინა ივანიშვილს ევროკომისიის ანგარიში არ აინტერესებს და ის საკუთარი ინტერესით მოქმედებს. პოლიტიკოსი ოლიგარქისთვის პერსონალური სანქციების დაწესების აუცილეობლობაზე საუბრობს. 

ივანიშვილს ასეთი შეგონებები, განცხადებები, შეშფითებები, აღშფოთებები და ანგარიშები არ აინტერესებს. ის თავისასა მიერეკება და უყურებთ ქვეყანა რა კატასტროფის წინაშე დააყენა, ამიტომ აუცილებელია გამოყენებული იყოს აქტიური სანქცირების მეთოდიკა, ოღონდ პერსონალური, ივანიშვილზე და არა ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ამ ყოველივემ, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, - ამბობს გიორგი გუაგავა.
 

 უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ ევროკომისია ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარი საქართველოზეც არის. ანგარიშში კომისია საქართველოს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც უზენაესი სასამართლოს და პროკურატურის რეფორმის დასრულებას, ასევე, ანტოკორუფციული და სამართალდამცავი ორგანოების  გაძლიერებას გულისხმობს.