"ვიხილეთ სექტანტური შეკრება და ე.წ. ალქაჯების შაბაში" - ხუხაშვილი "ოცნების" ყრილობაზე
"ვიხილეთ სექტანტური შეკრება და ე.წ. ალქაჯების შაბაში" - ასე აფასებს ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი კაცი, გია ხუხაშვილი მცხეთაში, "ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობას და აცხადებს, რომ "ყრილობაზე გაკეთებული განცხადებები ივანიშვილის შიშებიდან მომდინარეობს".
პოლიტოლოგი "ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასაც ეხმაურება და ამბობს, რომ "ოცნების" საპატიო თავმდჯომარე "სხვა სამყაროში იყო გასული", რადგან მას როგორც დასავლეთის, ასევე რუსეთისაც ეშინია.
ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილი საკუთარი გუნდის წევრებსაც უფრთხის, რადგან კარგად იცის, რომ ქოლ-ცენტრების საქმეში მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი FBI-ის ოქროს მოწმეა.
"ქართული ოცნების" ეს რიტორიკა ბიძინას ყოვლისმომცველი შიშებიდან მომდინარეა. გუშინწინ ჩვენ ვიხილეთ სექტანტური შეკრება და ე.წ. ალქაჯების შაბაში. ვნახეთ, რომ ერთი ზე ადამიანი იყო აბსოლუტურად ცალკე, სხვა სამყაროში, ზემოდანაც კი დაფარებული ჰქონდა და უბრალოდ მოკვდავები. რეალურად, ბიძინამ ეს გააკეთა, რადგან მას ყველაფრის ეშინია. ეშინია დასავლეთის, პუტინის, ციანიდის ხომ? ეშინია ღარიბაშვილისა და კალაძისიც. ბიძინა დარწმუნებულია, რომ ქოლ-ცენტრების საქმეში ერთ-ერთია "ეფ ბი აის" ოქროს მოწმე. მსოფლიო ისტორიაში ვერ ნახავთ პრეცედენტს, რომ სცენაზე ორი ტრიბუნა მდგარიყოს, ერთი დაცული და მეორე დაუცველი. ქვეყნის პრემიეირ დაუცველთან მდგარიყოს და ვიღაც არაინსტიტუციური პირი დაცულთან ყოფილიყოს. ბიძინა დემონსტრირებას ახდენს, რომ ის სრულიად მარტოა, შველას ითხოვს", - ამბობს ხუხაშვილი.
პოლიტიკური რეპრესიები, მუქარა ოპოზიციას და გაცვეთილი დაპირებები - ეს არის 12-წლიანი მმართველობის ბოლოს მთავარი, რასაც ივანიშვილის გუნდი საკუთარ ამომრჩეველს პირდება. ირკვევა, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იმისთვის უნდა, რომ ოპოზიციაზე შური იძიოს.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.