ვაქცინაციის ფონზე აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა - ღარიბაშვილი

05.08.21 14:52
ვაქცინაციის ფონზე აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა - ღარიბაშვილი

 "ვაქცინაციის ფონზე აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა", -  ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. ღარიბაშვილის აზრით, მკაცრი შეზღუდვების დაწესება ეკონომიკას დააზარალებს.

ჩვენ გადავწყვიტეთ მყარად და ვთქვით, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა. ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ, ეს არის მცდარი გზა. ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს ტემპის მატება ვაქცინაციის მიმართულებით. გუშინ გვქონდა 20 000 აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი აცრა ყოველდღიურად, იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ. ჩვენი ამოცანა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სამი მილიონი აცრის ჩატარებაა, რაც მოგვცემს საშუალებას, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ქვეყანაში, არ გავაჩეროთ, არ დავკეტოთ ქვეყანა ხელმეორედ და ის მძიმე შედეგები არ გამოვიწვიოთ ხელმეორედ, რაც იყო გასულ წელს

ჩაკეტვით ვირუსს ვერ დავამარცხებთ, შეიძლება დროებით მოხდეს შეყოვნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვირუსს ამარცხებს ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.