"საუკუნის პროცესი" - კორძაია საკონსტიტუციოში რუსული კანონის განხილვაზე
"საუკუნის პროცესი" - ასე აფასებს "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია საკონსტიტუციოში რუსული კანონის განხილვას, რომელიც 29 აგვისტოს გაიმართება.
კორძაია ასეევ დეტალურად საუბრობს იმ საფრთხებზე, რომელსაც მისი თქმით, რუსული კანონი ქვეყანას მოუტანს.
ვთვლი, რომ ეს არის პრაქტიკულად საუკუნის პროცესი. საკონსტიტუციო სასამართლოს, ისევე როგორც ჩვენ, პარლამენტსი წევრებს, აქვს ვალდებულება 78-ე მუხლის შესრულების. ის ისევეა ვალდებული ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი და აქტიურად იმოქმედოს ამისთვის, როგორც ვართ პარლამენტის წევრები. რუსული კანონის შეჩერება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რადგანაც ჩვენ გვაქვს ორი პრობლემა. პირველი - ამ კანონის ამოქმედება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას საქართველოში. დაიწყება ჯარიმები და მოხდება მათი რეპუტაციის განადგურება,ა მის აღდგენა კი შეუძლებელი იქნება სამომავლოდ", - ამბობს თამარ კორძაია.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი ბურჯანაძე იქნება.
რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 29 აგვისტოს გაიმართება.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
"პირველების" ინფორმაციით, 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.