"ეს არის საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ დავა" - პირველი ინტერვიუ საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენელთან
საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ - ასე უწოდებს საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე საკონტიტუციო საამართლოში რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით არსებულ დავას.
ბურჯანაძე "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელსაც რუსული კანონის საქართველოში შექმნის.
ეს არის წმინდა კლასიკური რუსული კანონი - ამბობს ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ ამ კანონში რუსეთში მიღების შემდეგ, ანუ 2012 წლიდან, ოკუპანტ ქვეყანაში არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აღარ არსებობს, რომელიც ადამიანის უფლებებს დაიცავს.
ეს არის საქმე ალბათ, სადაც ყველაზე მეტად წყდება საქართველოს დასავლური მომავლისკენ სხვლა თუ პირიქით ჩრდილოეთის მიმართულებით. ეს კანონი წარმოადგენს წმინდა რუსულ კანონს, რომლის მიზანიც არის გააქროს ქვეყანაში გაერთიანების თავისუფლების ეფექტურობა, გააქროს გამოხატვის თავისუფლება და ძალიან საშიშია საქართველოსთვის. იმიტომ არის ეს საქმე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, რომ კანონი, რომელიც "ოცნებამ: მიიღო, არის კლასიკური რუსული კანონი. ასეთი კანონი პირველად რუსეთში გამოიყენეს და 2012 წლის შემდეგ რუსეთში არ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ადამიანის უფლებების დასაცავად იმუშავებენ", - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი ბურჯანაძე იქნება.
რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 29 აგვისტოს გაიმართება.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
"პირველების" ინფორმაციით, 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.
ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.