მილერი "ოცნებას": ოპოზიციის არაკანონიერად ცნობაზე განცხადებებით ღრმად შეშფოთებულები ვართ, შეწყვიტეთ კრიტიკოსთა დემონიზება

25.08.24 09:28
მილერი "ოცნებას": ოპოზიციის არაკანონიერად ცნობაზე განცხადებებით ღრმად შეშფოთებულები ვართ, შეწყვიტეთ კრიტიკოსთა დემონიზება

ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ პლატფორმა "X"-ზე მეთიუ მილერის განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებულ სამართლებრივ რეპრესიებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავას.

ამერიკელი პოლიტიკოსი ივანიშვილის გუნდის ქმედებებს ანტიდემოკრატიულად აფასებს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკური სტრუქტურების ფუნდამენტურ ღირებულებებს.

ამასთან, მეთიუ მილერი მმართველ პარტიას მოუწოდებს, შეწყვიტოს "კრიტიკოსთა დემონიზება" და ქვეყანა ევროპულ რელსებზე დააბრუნოს.

აშშ ისევ ღრმად შეშფოთებულია ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული რიტორიკით და მმართველი პარტიის ქმედებებით. განცხადებები, რომელიც ოპოზიციის არაკანონიერად ცნობას ეხება, არის ამის მაგალითი. როგორც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ასევე მთავრობის მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი ხნის გაცხადებულ გეგმასთან წინააღმდეგობაშია და შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საფუძველს წარმოადგენს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტონ კრიტიკოსთა დემონიზება და მოეშვან წინააღმდეგობის სივრცის შემცირებას, ასევე დაუბრუნდნენ დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას", - ამბობს მილერი. 

მსგავსი სიახლეები