ხაზარაძე: "საქართველო არის თავისუფალი ხალხის ქვეყანა"

25.08.24 11:53
ხაზარაძე: "საქართველო არის თავისუფალი ხალხის ქვეყანა"

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" მიერ სამართლებრივი რეპრესიების დაანონსებას ეხმაურება და ხელისუფლების უზურპაციის მორიგ მცდელობად აფასებს, რომელიც დიდი კრახით დასრულდება. 

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საზოგადოება "ოცნებას" 26 ოქტომბერს განაჩენს გამოუტანს და ბიძინა ივანიშვილს საკუთარ სახლში, რუსეთში გაუშვებს. 

ყველა მცდელობა ხელისუფლების უზურპაციისა საქართველოში მთავრდება ძალიან დიდი კრახით, რასაც ბოლო 33 წელია ჩვენ ვხედავთ. საქართველოს ჩრდილოეთ კორეად გადაქცევა არ გამოვა არანაირად, რადგან საქართველო არის თავისუფალი ხალხის ქვეყანა. 

ქართველი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს პოლიტიკურ ძალადობას, მითუმეტეს იმ რაღაც სისულელის დაანონსებას, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს და მანდატები ჩამოერთვათ. ქართველი ხალხი გამოუტანს ძალიან სერიოზულ მსჯავრდებას იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ღალატობს და მიაქანებს რუსეთისკენ. ბიძინა ივანიშვილის სახლი და მისამართი არის მოსკოვი და რუსეთი. "ოცნება" 27-ში აღარ იქნება ხელისუფლებაში", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები