"არაადეკვატური მუქარები" - მელიას პასუხი კობახიძეს

25.08.24 12:02
"არაადეკვატური მუქარები" - მელიას პასუხი კობახიძეს

"არაადეკვატური მუქარები" - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას, ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ სამართლებრივი რეპრესიების დაანონსებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის მანდატების ჩამორთმევის შესახებ.

ნიკა მელია აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდი წინასაარჩევნო კამპანიას აგრესიითა და კონსპირაციებით ხელმძღვანელობს.

ისინი ცდილობენ, ასეთი არაადეკვატური მუქარებით განვლონ მთელი საარჩევნო კამპანია. ამას ჩემთვის ახსნა აქვს, რომ როდესაც საკუტარ ამომრჩეველს ხვდებიან, მათთაც კი არ სჯერათ "ქართული ოცნების". არ სჯერათ მათთან ერთად უკეთესი, ბედნიერი საქართველოსთვის. ხელისუფლება არცერთ სიტყვას არ იყენებს მომავალთან დაკავშრებით. მხოლოდ და მხოლოდ, აგრესია, კონსპირაცია, საზოგადოებრივი ჯგუფების ერთმანეთზე გადაკიდება", - ამბობს მელია. 

"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.

გეგმის მიხედვით, "ლელოს", გახარიას პარტიის, "ახალის", "გირჩის" და "დროას" წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.

მსგავსი სიახლეები