თუ კობახიძე ივანიშვილისგან ოპოზიციის ლიდერების დაჭერის დავალებას მიიღებს, ამას გააკეთებს კიდეც - კორძაია
იქცევა თუ არა ოპოზიციის აკრძალვის გეგმა დიდი შურისძიების დასაწყისად? - პლატფორმა "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" ხელისუფლების მოწინააღმდეგეების დაჭერა დაიწყოს.
თამარ კორძაია ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილსგან დავალებას მიიღებს, ირაკლი კობახიძე ძალოვანი უწყებების დახმარებით ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხელბორკილებს დაადებს.
თუ მას დავალება ექნება ბიძინა ივანიშვილისგან, რომ დაიჭიროს ოპოზიციის ლიდერები, ის ამას გააკეთბს. მათთვის უკვე ზღვარი არ არსებობს. არ არსებობს არც კონსტიტუცია, არც სამართალი", - ამბობს თამარ კორძაია.
"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.
გეგმის მიხედვით, "ლელოს", გახარიას პარტიის, "ახალის", "გირჩის" და "დროას" წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.