"დამარცხებული და მარცხით შეშინებული ხელისუფლების განცხადებაა" - ნაცვლიშვილი

25.08.24 13:56
"დამარცხებული და მარცხით შეშინებული ხელისუფლების განცხადებაა" - ნაცვლიშვილი

"დამარცხებული და მარცხით შეშინებული ხელისუფლების განცხადებაა" - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი "ოცნების" განცხადებას სამართლებრივ რეპრესიებსა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის მანდატების ჩამორთმევის შესახებ.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის გუნდმა ქართველი ხალი სიღარიბითა და უმუშევრობით დასაჯა, რასაც 26 ოქტომბერს საკადრისი პასუხი გაეცემა. 

ეს დამარცხებული და მარცხით შეშინებული ხელისუფლების განცხადებაა, მაგრამ ამ განცხადებით, ისინი ვერავის შეაშინებენ. რაც შეეხება დასჯაზე საუბარს, თუ ვინმე ამ 12 წლის გამავლობაში "ქართულმა ოცნებამ" დასაჯა, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მათ სიღარიბით, მუდმივი ინფლაციით, უმუშევრობით, იძულებით მიგრაციით დასაჯეს. როგორც კი 26 ოქტომბერს ქვეყანა გათავისუფლდება რუსი ოლიგარქის კორუფციული მმართველობისგან, გაიხსნება როგორც ევროპის კარი, ასევე სულ სხვა ეტაპზე გადავა სტრატეგიული ურთიერთობები შტატებთან", - ამბობს ანა ნაცვილიშვილი.

"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.

გეგმის მიხედვით, "ლელოს", გახარიას პარტიის, "ახალის", "გირჩის" და "დროას" წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.

მსგავსი სიახლეები