უხეირო დიქტატორის განაცხადი აჩვენებს, რომ "ოცნებას" ქვეყნის წაყვანა რუსული მმართველობის მოდელზე სურს - აქუბარდია
"უხეირო დიქტატორის განაცხადი აჩვენებს, რომ "ოცნებას" ქვეყნის წაყვანა რუსული მმართველობის მოდელზე სურს" - ასე ეხმაურება დეპუტატი თეონა აქუბარდია ივანიშვილის გუნდის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებულ სამართლებრივ რეპრესიებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებასა და კორუფციული გზით გამდიდრებას ყოველგვარ ფასად ცდილობს.
შეერთებული შტატები, რომელიც ქართველი ხალხის მეგობარია და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის სასარგებლოდ აგრძელებს მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება მიუხედავად იმისა, თუ რას იზამს ივანიშვილი. მაგრამ ამ ვითარებაში, უხეირო დიქტატორის განაცხადი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ავტორიტარული, რუსული მმართველობის მოდელზე სურთ მათ ქვეყნის წაყვანა, რადგან ძალაუფლების შენარჩუნება და კორუფციული გზით გამდიდრება შეძლონ", - ამბობს თეონა აქუბარდია.
"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.
გეგმის მიხედვით, "ლელოს", გახარიას პარტიის, "ახალის", "გირჩის" და "დროას" წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.