ივანიშვილის გუნდის განცხადებები აღრმავებს შემდგომი სანქციების აუცილებლობას - გეგელია
"ტრაგიკულია, როდესაც საქართველოს სახელმწიფო დაეცა იმ დონეზე, რომ მოქმედი ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებს ღიად აანონსებს" - ამის შესახებ განცხადება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ გააკეთა.
გრიგოლ გეგელიას თქმით, "ოცნების" ანტიდემოკრატიული რიტორიკა სანქციების დაწესების აუცილებლობას აღრმავებს.
ტრაგიკულია, როდესაც საქართველოს სახელმწიფო დაეცა იმ დონემდე, როდესაც მთელი მსოფლიო ისმენს, რომ მოქმედი ხელისუფლება ღიად აანონსებს რეპრესიებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. მინდა შევახსენო ყველას, რომ ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ სანქციების პოლიტიკის დაწესების და გადახედვისას ყოველთვის შეხედავდა არჩევნების წინა პერიოდს, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს. შესაბამისად, ასეთი ტიპის განცხადება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ აღრმავებს შემდგომი სანქციების აუცილებლობას", - ამბობს გეგელია.
"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.
გეგმის მიხედვით, "ლელოს", გახარიას პარტიის, "ახალის", "გირჩის" და "დროას" წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.