მანდატების გაუქმებაზე ლაპარაკი არის აბსურდული და არარელევანტური - ცისკარიშვილი

25.08.24 15:05
მანდატების გაუქმებაზე ლაპარაკი არის აბსურდული და არარელევანტური - ცისკარიშვილი

"მანდატების გაუქმებაზე ლაპარაკი არის აბსურდული და არარელევანტური" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალირმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხალხმა "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან უნდა გაყაროს. 

ვერაფერს ვერ მოიპოვებენ. მთავარია ერთიანობით მაგრად დავდგეთ, არ გავაყალბებინოთ არჩევნები და არჩევნებამდე წინაპერიოდში ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და ეს ადამიანები გავყაროთ ხელისუფლებიდან. მანდატების გაუქმებაზე ლაპარაკი არის აბსურდული და არარელევანტური", - ამბობს პეტრე ცისკარშვილი. 

"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.

გეგმის მიხედვით, "ლელოს", გახარიას პარტიის, "ახალის", "გირჩის" და "დროას" წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.

მსგავსი სიახლეები