ივანიშვილმა გადაწყვიტა, რუსეთს უთხრას, რომ საქართველოში ფორმალური დემოკრატიაც აღარ არსებობს - კალანდაძე
"ივანიშვილმა გადაწყვიტა, რუსეთს პირდაპირ უთხრას, რომ საქართველოში ამიერიდან ფორმალური დემოკრატიაც აღარ არსებობს" - ამის შესახებ განცხადება "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა, ნინო კალანდაძემ "პირველებთან" გააკეთა.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული სამართლებრივი რეპრესიები იმის დასტურია, რომ ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში დარჩენით ქვეყანაში რუსული დიქტატი დამყარდება.
დღეს მან გადაწყვიტა, რომ რუსეთს პირდაპირ უთხრას, რომ საქართველოში ამიერიდან ფორმალური დემოკრატიაც აღარ იარსებებს. ის ფორმალური დემოკრატიული წარმომადგენლობები, თუ სუბიექტები, რომლებიც არსებობს, სრულად აიკრძალება და საქართველოში დამყარდება რუსული დიქტატი. ამას ეუბნება რუსეთს, დასავლელ საზოგადოებას და ქართულ საზოგადოებას, რომელიც მას დიდად არ აინტერესებს. ოპონირებაც თუ აღარ ხდება, მაშინ ეს არის პირდაპირ გაფორმებული ერთპარტიული მმართველობა", - ამბობს ნინო კალანდაძე.
"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.
გეგმის მიხედვით, "ლელოს", გახარიას პარტიის, "ახალის", "გირჩის" და "დროას" წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.