გადაჩეხილი დიქტატორებიც კი არ ახმოვანებენ იმას, რაც ივანიშვილმა თქვა - კუბლაშვილი
"გადაჩეხილი დიქტატორებიც კი არ ახმოვანებენ იმას, რაც ივანიშვილმა თქვა" - ასე ეხმაურება დიპლომატი გიგი კუბლაშვილი "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი რეპრესიების დაანონსებას და ხელისუფლების ოპონენტებისთვის მანდატების გაუქმების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
დიპლომატი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ისე დაამთავრებს, როგორც ეს ნიკოლაე ჩაუშესკუსა და აიშა ყადაფის შემთხვევაში მოხდა.
აი ისეთი გადაჩეხილი დიქტატორებიც კი არ ახმოვანებენ ამას, რადგან მათ იციან, რომ ეს არის უკანასკნელი ზღვარი. ამის იქით იწყება უბედურება. ესეთი ადამიანები, რომლებიც ასეთი გზით მიდიან, ამთავრებე ისე, როგორც დაამთავრა ყადაფიმ, ჩაუშესკუმ", - ამბობს გიგი კუბლაშვილი.
"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.
გეგმის მიხედვით, "ლელოს", გახარიას პარტიის, "ახალის", "გირჩის" და "დროას" წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.