შუშის კოლბაში მჯდომი ივანიშვილი რუსულ გზავნილებს აჟღერებს - კუპრაძე
"შუშის კოლბაში მჯდომი ბიძინა ივანიშვილი რუსულ გზავნილებს აჟღერებს" - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბროლაურში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიას.
ირაკლი კუპრაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ, მხოლოდ და მხოლოდ, შურისძიებაზე და ძალადობაზე საუბარი დასტურია იმისა, რომ "ოცნებას" 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნების მოგების რესურსი აღარ დარჩა და კარზე მომდგარი არჩევნების გადაგორებას პროპაგანდით ცდილობს.
შუშის კოლბაში მჯდომი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რუსულ გზავნილებს აჟღერებს, ვერ შეიყვანს ამ ქვეყანას ევროკავშირში, რაც არის ქართველი ხალხის დაკვეთა. "ოცნების" მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ, შურისძიებაზე და ძალადობაზე საუბარი მიუთითებს იმაზე, რომ მათ არანაირი რესურსი აღარ დარჩათ ამ ქვეყნის მართვის. აღარ შეუძლიათ დაპირებების გაცემაც კი იმ რეალურ და ნამდვილ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ეს არის ემიგრაცია, სიღარიბე, ფასების ზრდა და ა.შ.. მათ აღარ აწუხებთ საზოგადოებრივი რეალური პრობლემები და ცდილობენ, მხოლოდ და მხოლოდ, პროპაგანდის საშუალებით გადააგორონ ეს არჩევნები", - ამბობს კუპრაძე.
რისთვის სჭირდება მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა "ოცნებას:
-
ქვეყნის ომის ქარ-ცეცხლში გახვევის მოსურნეები ჩასაფრებულები არიან, რომ ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ - ივანიშვილი
-
ბიძინა ივანიშვილი კვლავ ენმ-ის გასამართლებით და მათი პოლიტიკური ველიდან გაქრობით იმუქრება
-
რომ არა ბიძინა ივანიშვილი, წარმოდგენაც არ მინდა, სად იქნებოდა საქართველო - კობახიძე
-
2008 წელს ხელისუფლებაში ივანიშვილი რომ ყოფილიყო, ქვეყანა ომს თავიდან აირიდებდა - ღარიბაშვილი
-
რისთვის სჭირდება მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა "ოცნებას" - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სრულად