ივანიშვილი ხალხს კრიმინალურ ქრონიკას სთავაზობს - დოლიძე

26.08.24 11:20
ივანიშვილი ხალხს კრიმინალურ ქრონიკას სთავაზობს - დოლიძე

კრიმინალური ქრონიკა განვითარებული ცხოვრების ნაცვლად - ეს არის ის, რაც ოპოზიციამ ივანიშვილის საარჩევნო დაპირებებში ამოიკითხა. კოალიცია "ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ ქვეყნის განვითარების შესახებ სურვილის გამოთქმის ნაცვლად, ამბროლაურში ჩასულმა "ოცნებამ" კვლავ ხელისუფლების ოპონენტების გასამართლების მუქარა გასცა.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე დარწმუნებულია, რომ მმართველ პარტიას ხელისუფლებაში ყოფნისთვის აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა, რის გამოც ივანიშვილი გაღატაკებულ ხალხს "დეტექტივების მოყოლას" სთავაზობს. 

მოსახლეობას აქვს მთავარი დაკვეთა, ვინ და როგორ შექმნის აქ სწრაფად სამუშაო ადგილებს, რომ შევინარჩუნოთ ოჯახები, შვილები და მშობლები არ წავიდნენ საქართველოდან. ეს არის ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა. ამის მაგივრად ბიძინა ივანიშვილი ხალხს სთავაზობს რაღაც დეტექტივების მოყოლას, კრიმინალური ქრონიკას, რომელიც მოსახლეობის უმეტესობას არ აინტერესებს. ისიც გასაგებია, რომ "ოცნებას" სალაპარაკო, სამარიაჟო არაფერი არ აქვს, რადგან 100 ქარხნის გუგუნი, რომელსაც ისინი დაგვპირდნენ, არავის არ ესმის", - ამბობს ანა დოლიძე.

 რისთვის სჭირდება მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა "ოცნებას:

მსგავსი სიახლეები